LIVE

როგორ ცვლის ვაქცინაცია ვირუსის გავრცელებას

15 მარ 202114:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 1090
როგორ ცვლის ვაქცინაცია ვირუსის გავრცელებას
Bloomberg

კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინები Covid-19-ისგან გვიცავს. თუმცა ნაკლებად ცნობილია რამდენად იცავს აცრა ადამიანს უსიმპტომო ინფექციისგან ან ვირუსის გავრცელებისგან. როგორც აღმოჩნდა, ასეთ დაცვას სულ მცირე ორი ვაქცინა უზრუნველყოფს. მათ შორის უფრო ეფექტიანი Pfizer/BioNTech-ს მიერ წარმოებული ვაქცინაა.

რამდენად შეუძლია ვაქცინას ინფექციის შეჩერება? პასუხი არაერთგვაროვანია: ამ მოსაზრებას ზოგი ეთანხმება, ზოგი - არა. ოქროს სტანდარტით, ვაქცინაციის მიზანი როგორც ინფექციის შეჩერება, ასევე მთლიანად დაავადებასთან გამკლავებაა, მაგრამ ეს მიზანი ყოველთვის არ მიიღწევა. მაგალითად, წითელას ვაქცინამ ეს შეძლო, B ჰეპატიტის ვაქცინამ კი - ვერა. 

თუმცა, კოვიდის ვაქცინების შემთხვევაში, ინფექციისგან დაცვა ავტომატურად მისი გავრცელების შეჩერებას არ ნიშნავს. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი კორონავირუსის გამომწვევი SARS-CoV-2 ინფიცირებული ადამიანის ყელიდან და ცხვირიდან რესპირატორული გზით ვრცელდება, მისი გადადება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ხშირად ახველებს/აცემინებს ინფიცირებული ადამიანი. 

მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვიცით ზუსტად რამდენად კარგად გვიცავს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები ინფიცირებისა და მისი შემდგომი გავრცელებისგან, არის ის, რომ არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იყო ვაქცინას ავადმყოფობისა და მისგან გამოწვეული ჯანმრთელობის გართულებებისგან ადამიანების დაცვა შეძლებოდა, რაც მიღწეულია კიდეც.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე დაკვირვებების შედეგად, დღეისათვის არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, მათ შორის AstraZeneca და Moderna, გავრცელების პრევენციის მხრივაც დადებით დინამიკას აჩვენებს.

მაგალითად, 24 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ისრაელში, სადაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, მოსახლეობის მასშტაბურად ყველაზე დიდი ნაწილი - 1.2 მილიონი ადამიანია აცრილი, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ყველა სახის ინფექციას 92%-ით ეფექტურად უმკლავდება. Pfizer, BioNTech-ისა და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 11 მარტს გამოქვენებული ინფორმაციით, ვაქცინა 97%-ით ეფექტურია სიმპტომური, 94%-ით კი - უსიმპტომო ინფექციის მიმართ. ისრაელის სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას ინფექციის გადაცემის შემცირებაც შეუძლია, აცრილ ადამიანებს დავირუსების შემთხვევაში, ინფექცია ოთხჯერ უფრო მსუბუქად გადააქვთ.

მას შემდეგ, რაც ვაქცინაცია მასშტაბური გახდება, მკვლევრებს საშუალება მიეცემათ ვაქცინაციის შემდგომ ინფიცირებისა და ინფექციის გადაცემის შემთხვევებზე დაკვირვებით მეტი ინფორმაცია შეაგროვონ. ამ დროისთვის დაავადების პრევენციის ორი ყველაზე ეფექტური ვაქცინის - Moderna-სა და Pfizer-BioNTech-ის შედეგები ხელმისაწვდომი 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის აინვარში გახდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯონ ლოერმენი და ჯეისონ გეილი