LIVE

COVID-19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაცვლილ დანიელს "უჩვეულო სიმპტომები" ჰქონდა

15 მარ 202113:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 673
COVID-19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაცვლილ დანიელს "უჩვეულო სიმპტომები" ჰქონდა
REUTERS

დანიის წამლების სააგენტოს განცხადებით, 60 წლის დანიელ ქალს, რომელიც AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, “უჩვეულო” სიმპტომები ჰქონდა. მას თრომბოციტების მცირე რაოდენობა, სისხლძარღვებში თრომბები და სისხლდენა აღენიშნებოდა.

სააგენტოს ცნობით, რამდენიმე მსგავსი შემთხვევა ნორვეგიაში და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მონაცემთა ბაზაში აღმოჩნდა.

ნორვეგიამ რამდენიმე დღის წინ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი 50 წლამდე ასაკის სამი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.  თრომბის მომეტებული რისკის გამო, გასულ კვირას რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა.

ვაქცინის მწარმოებელი კომპანია AstraZeneca, ისევე, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის ასოციაცია ამტკიცებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ აცრა თრომბის განვითარების რისკს ზრდის.