LIVE

Breathonix Covid-19-ის სუნთქვით ტესტზე კვლევას დუბაიში ატარებს

14 მარ 202114:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 1120
Breathonix Covid-19-ის სუნთქვით ტესტზე კვლევას დუბაიში ატარებს
Bloomberg

Breathonix Covid-19-ის ჩასასუნთქი ტესტის სიზუსტის შესაფასებლად კლინიკურ კვლევას დუბაიში ატარებს. ტესტს ამოსუნთქული ჰაერის მეშვებით ერთ წუთში შეუძლია კორონავირუსის აღმოჩენა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის კუთვნილი კომპანიის, Breathonix-ის მიერ შემუშავებული სწრაფი ტესტი 2500 პაციენტზე შემოწმდება.

Breathonix– მა საპილოტო კვლევა სინგაპურში უკვე ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა 180 პაციენტმა მიიღო. ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტესტმა მანქანური სწავლების ალგორითმით 93%-იანი მგრძნობელობა და 95%-იანი სპეციფიკურობა აჩვენა.

COVID-19-ის სკრინინგისთვის ჩასასუნთქი ტესტი შესაძლოა ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს მასობრივი სკრინინგისთვის, განსაკუთრებით მაღალი დატვირთვის ადილებში. ტესტის დამტკიცების შემთხვევაში, ის მნიშვნელოვნად შეამცირებს ლაბორატორიული დამუშავების პროცესს. შედეგად, ამჟამად არსებული ტესტირების მეთოდებთან შედარებით, როგორიცაა მაგალითად PCR ტესტი, შედეგის მისაღებად საჭირო დროს მინიმუმამდე შემცირდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი:შაჯი მეთიუ