LIVE

სლოვაკეთის ჯანდაცვის მინისტრი Sputnik V-ის შესყიდვის სკანდალის შემდეგ გადადგა

13 მარ 202112:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 1499
სლოვაკეთის ჯანდაცვის მინისტრი Sputnik V-ის შესყიდვის სკანდალის შემდეგ გადადგა
Peter Lazar/AFP via Getty Images

რუსული ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებული სამთავრობო კრიზისის შემდეგ სლოვაკეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა. Sputnik V-ის ვაქცინის შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, იგორ მატოვიჩმა მიიღო.

სლოვაკეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც მატოვიჩის გადაწყვეტილებით ქვეყანამ კოალიციაში შემავალ პარტიებთან შეთანხმების გარეშე რუსული ვაქცინის 2 მილიონი დოზა შეისყიდა. ამ ნაბიჯმა კოალიციაში შემავალი პარტიების პროტესტი გამოიწვია, რადგან Sputnik V ევროკავშირის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული არ არის.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მონაცემებით, სლოვაკეთს ბოლო 2 კვირის განმავლობაში ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.