LIVE

Netflix-მა შეიძლება პაროლის გაზიარების ფუნქცია გააუქმოს

12 მარ 202114:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1216
Netflix-მა შეიძლება პაროლის გაზიარების ფუნქცია გააუქმოს
Chris Ratcliffe/Bloomberg

Netflix ახალ ფუნქციას ამატებს, რაც მას პაროლის გაზიარების შეზღუდვაში დაეხმარება. სტრიმინგის გიგანტი მომხმარებლებს მოუწოდებს, გადაამომწონ, არიან თუ არა უფლებამოსილი, გააგრძელონ მათი სერვისით სარგებლობა.

კომპანიის მომსახურების პირობებში ნათქვამია, რომ ანგარიშების გაზიარება ოჯახის წევრების გარდა სხვა პირებზე აკრძალულია.

როდესაც მომხმარებელი აირჩევს საკუთარ პროფილს Netflix გაზიარებულ ანგარიშზე, გამოჩნდება pop-up, რომელიც ითხოვს ანგარიშის გადამოწმებას ანგარიშის მფლობელისთვის გაგზავნილი ტექსტური შეტყობინების ან ელ.ფოსტის დადასტურებით. თუ მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ავტორიზებული მომხმარებლები არიან, მნახველები ვალდებულები გახდებიან, შექმნან ახალი ანგარიში.

სანამ პანიკაში ჩავარდებით: ეს ფუნქცია ახლა მხოლოდ სატესტო რეჟიმში მუშაობს და შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვის გამოიყენება.

განახლება ხდება მას შემდეგ, რაც პანდემიის დროს Netflix-ის მაყურებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. გასულ თვეში მან 200 მილიონს მიაღწია, მაგრამ კომპანიას შეიძლება ტემპის შენარჩუნება გაუჭირდეს, რადგან 2021 წლის განმავლობაში ხალხი სახლში ნაკლებ დროს გაატარებს.

Netflix და სხვა სტრიმინგ პლატფორმები წლებია იკვლევენ, რამდენად ღირს და როგორ შეიძლება გაუმკლავდნენ პაროლის გაზიარებას. 2019 წელს P&L განხილვის დროს, Netflix-ის პროდუქტის მთავარმა ოფიცერმა განაცხადა, რომ კომპანია ფოკუსირებულია პაროლის გაზიარების თავიდან აცილებაზე, მაგრამ ამის გზებს კვლავ ეძებს.