LIVE

Facebook კონტენტის შექმნელებისთვის უფრო სარფიანი ხდება

12 მარ 202110:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 566
Facebook კონტენტის შექმნელებისთვის უფრო სარფიანი ხდება
Bloomberg

Facebook მეტი კომერციალიზაციისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. პლატფორმა მომხმარებელს ამჯერად მოკლე ვიდეოებზე რეკლამის განათავსების შესაძლებლობას მისცემს. Facebook-ის ეს ნაბიჯი უფრო ფართო მასშტაბიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც კომპანია TikTok-ისთვის კონკურენციის გაწევის მიზნით გეგმავს.

კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანიამ განაცხადა, რომ რეკლამები ერთ წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის კლიპებზე გამოჩნდება, რაც ადრე არ იყო შესაძლებელი. აქამდე მხოლოდ მინიმუმ სამ წუთიან ვიდეოზე იყო დაშვებული რეკლამის განთავსება. Facebook ასევე აფართოებს დაშვების სხვა კრიტერიუმებსაც, რათა ის პოპულარული შინაარსის შემქმნელებიც მოიცვას, რომლებიც მოკლე ვიდეოებს იღებენ ან ლაივ რეჟიმს იყენებენ.

როგორც Facebook- ის პროდუქტის მენეჯმენტის დირექტორი, იოავ არნშტაინი ამბობს, მათი მიზანია ისეთი კონტენტ კატეგორიის გაზრდა, რომლის მონეტიზაცია შესაძლებელია.

”ჩვენ ვხედავთ, რომ მოკლე ვიდეო ბევრად უფრო პოპულარული ხდება"- ამბობს არნშტაინი.

ამ ტიპის რეკლამებიდან Facebook შემოსავლის 45%-ს აიღებს, დანარჩენი შემქმნელებს დარჩებათ. დაგეგმილი ცვლილებები, კომპანიას შესაძლოა დაეხმაროს ისეთი ინფლუენსერების მოზიდვაში, რომლებიც სხვა პლატფორმებზე არიან დამკვიდრებული და მოკლე ვიდეოებს აქტიურად იყენებენ. ასეთებია მაგალითად- Snapchat და TikTok, რომელიც ByteDance-ს ეკუთვნის.

გარდა ამისა, Facebook ზოგიერთ კონტენტის შემქმნელს საშუალებას მისცემს ფული Facebook სთორის მეშვეობითაც გამოიმუშაოს. კომპანიის განცხადებით, მომხმარებლის მიერ შექმნილ პოსტებზე, რომლებიც 24 საათის შემდეგ ქრება, რეკლამის სტიკერის განთავსება იქნება შესაძლებელი.

TikTok- ის პოპულარულარობამ სხვა სოციალური ქსელების ყურადღებაც მიაპყრო მოკლე ვიდეობს, ასევე მათ შემქმნელებს. მსგავსი პროდუქტის შექმნის შესახებ, რომელიც ხალხს სპეციალურ შინაარსთან ან გამოცდილებასთან წვდომას მისცემს, გასულ თვეში Twitter- მაც განაცხადა. მეორე მხრივ, Snap და TikTok, Facebook-ის მსგავსად, პოპულარული შინაარსის შემქმნელებისთვის პირდაპირი გადახდების დანერგვას გეგმავენ.

კონტენტის შემქმნელთა რაოდენობა, რომლებიც ყოველთვიურად 10 000 დოლარს შოულობენ Facebook– ის პროგრამებით, 2020 წელს 88%–ით გაიზარდა, ხოლო $1000-იანი შემოსავლის მქონეთა რიცხვი - 94%-ით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი ნიქსი