LIVE

ჩინეთს სავარაუდოდ TikTok-ის ევროპელი მომხმარებლების მონაცემებზე აქვს წვდომა

11 მარ 202117:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1299
ჩინეთს სავარაუდოდ TikTok-ის ევროპელი მომხმარებლების მონაცემებზე აქვს წვდომა
Gabby Jones/Bloomberg

მონაცემთა დაცვის წამყვანი ევროპული ორგანიზაციები TikTok-თან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, არ არის გამორიცხული, ByteDance-ის ვიდეოების აპლიკაცია ევროპელი მომხმარებლების პირად მონაცემებს ჩინეთს უკანონოდ უზიარებდეს. 

”TikTok-ი გვეუბნება, რომ ევროკავშირის მონაცემები გადაეცემა აშშ-ს და არა ჩინეთს, თუმცა ჩვენ გავიგეთ, რომ შესაძლოა, ჩინეთში AI ინჟინრებს მონაცემებზე წვდომა ჰქონდეთ”, - განაცხადა ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისარმა ჰელენ დიქსონმა.

TikTok-ის მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი დიდი ხანია ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს. დეკემბრიდან ამ მონაცემების დამუშავების პროცესზე მეთვალყურეობას ირლანდიის მარეგულირებელი ახდენს.

საკითხზე TikTok-ი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი ბოდონი