LIVE

უორენ ბაფეტის ქონებამ $100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

11 მარ 202111:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 643
უორენ ბაფეტის ქონებამ $100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
Andrew Harrer/Bloomberg

90 წლის უორენ ბაფეტის ქონებამ $100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

Bloomberg Billionaires Index- ის თანახმად, Berkshire Hathaway- ის დამფუძნებლის ქონებამ ოთხშაბათს დიდი ნახტომი გააკეთა და $100,4 მილიარდი შეადგინა. ეს ბაფეტს 100 მილიარდ დოლარიანი კლუბის მეექვსე წევრად აქცევს. ტოპ 5-ეული ასე გამოიყურება:

  • ჯეფ ბეზოსი ($180 მლრდ)
  • ელონ მასკი ($173 მლრდ)
  • ბილ გეითსი ($138 მლრდ)
  • ბერნარ არნო ($122 მლრდ)
  • მარკ ცუკერბერგი ($101 მლრდ)

მილიარდეთა კლუბის ჯამურმა სიმდიდრემ წელს სწრაფი აღმასვლა აჩვენა, რასაც ხელი შეუწყო მთავრობის ფისკალურმა სტიმულმა, ცენტრალური ბანკი პოლიტიკამ და კაპიტალის ბაზრის ზრდამ,

Berkshire-მა, ბაფეტის მთელი სიმდიდრის ფაქტობრივმა წყარომ, 2021 წელი წარმატებულად დაიწყო. ფირმის A კლასის აქციები წელს 15%-ით გაიზარდა. ამას ბაფეტის ბოლოდროინდელი სტრატეგია დაეხმარა, რომლის თანახმად მან რეკორდული მოცულობის თანხა, $25 მლრდ დახარჯა საკუთარი კომპანიის აქციების უკან გამოსყიდვის მიზნით. ეს მილიარდერის მხრიდან უჩვეულო ქცევაა, წარსულში ის სხვა კომპანიების აქციების ყიდვას ამჯობინებდა.

უორენ ბაფეტი ათწლეულების განმავლობაში იყო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგის სათავეში, მაგრამ ბოლო წლებში ტექნოლოგიური აქციების წინა პლანზე წამოწევასთან ერთად, ბაფეტმა პოზიციები დაკარგა.

მის მიერ $100 მილიარდიანი ზღვრის გადალახვა განსაკუთრებით საგულისხმოა იმის გათვალისწინებით, რაც მან ქველმოქმედებაზე დახარჯა, როგორც Giving Pledge კამპანიის თანადამფუძნებელმა. მან 2006 წლის შემდეგ ფონდ $37 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები შესწირა. Bloomberg-ის შეფასებით, რომ არა ეს ქველმოქმედება, მისი ქონება 192 მილიარდი დოლარი იქნებოდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიმონ ჰანტი