LIVE

Netflix-ის წყევლა, რომელსაც პატარა იოდა სჭირდება

11 მარ 202114:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 1202
Netflix-ის წყევლა, რომელსაც პატარა იოდა სჭირდება
Tara Lachapelle/Bloomberg

პოპულარული სატელევიზიო სერიალის სიმბოლოებით ჭადრის ნაკრებები 99$-ზე ძვირად იყიდება, თუმცა გამოგონილი მოჭადრაკე გენიოსის შესახებ Netflix-ის  მინისერიალი "The Queen’s Gambit"-ი აქ არაფერ შუაშია. ნაკრებების წარმატებული გაყიდვების მიზეზია HBO-ს "Game of Thrones", ფანტასტიკური ჟანრის დრამა, რომელსაც სათაურში გამოყენებული სიტყვის მიუხედავად, თამაშთან საერთო არაფერი აქვს. 

რატომ გამოვიდა "Game of Thrones"-ის ოფიციალური სერიის თემატიკის ჭადრაკის დაფები მაშინ, როცა ჯერ კიდევ  არ არსებობს “The Queen’s Gambit”-ის, რომელიც, როგორც ამბობენ, ახალი თაობის მოჭადრაკეების შთაგონების მთავარი წყაროა და, განა, ასე არაა?  პასუხი მარტივია - “Game of Thrones" თითქმის ათწლეულის განმავლობაში იპყრობდა ტელემაყურებლების გულებს, The “Queen’s Gambit”-ი კი დასრულდა და სულ რამდენიმე საათში გადაიფარა.

ეს არის Netflix-ის წყევლა და მისი შინაარსის ხელწერა. მიუხედავად იმისა, რომ საჭადრაკო ნაკრებების გაყიდვები, 23 ოქტომბერს, "Queen's Gambit"-ის შვიდივე ეპიზოდის გამოსვლისთანავე გაიზარდა, Netflix-ს მის მიერ მოზიდული დიდებული გაყიდვებით თავად არ უსარგებლია და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ის მოგებას სხვა კომპანიებს უზიარებს. ავიღოთ რეკლამის საკითხი: Netflix-ის აპლიკაცია რეკლამას არ ყიდის, მაგრამ მისი კონტენტი ზრდის აქტივობას რეკლამაზე მიბმულ სოციალურ მედია ბიზნესზე, როგორიცაა, Facebook-ი. როდესაც "Tiger King" და "Cobra Kai" ვირუსულად ვრცელდება, მიმებიდან დაწყებული, საცალო ვაჭრობით დამთავრებული, Netflix-ის მასალას ყველა უფასოდ იყენებს.

როგორც ჩანს, Netflix-ის აღმასრულებელი პირები მტკიცედ ეწინააღმდეგებიან რეკლამების მიღებას (ყოველ შემთხვევაში, ახლა), ამიტომ მე კიდევ უფრო საინტერესო არგუმენტს ვიტოვებ: კომპანიას ნაკლები ინვესტიცია რომ ჩაედო ლიმიტირებულ სერიებში და მომავალი სეზონებისთვის მეტი დაეტოვებინა, შესაძლოა, მომხმარებლის მიერ შესყიდული ნივთებიდან უფრო მეტი თანხა მოეზიდა. Netflix-ისთვის დივიდენდებს მოტანის გარდა, ეს, ასევე, ხელს შეუწყობს აპლიკაციის მიმართ ერთგულების გაზრდას.

პესონაჟებისა და ლოგოების გამოყენებით, სატელევიზიო ფრენჩაიზი გაყიდვებს მუდმივად უნდა ზრდიდეს. HBO-ს შეუძლია რკინის ტახტისა თუ დრაკონების გამოსახულების სიმბოლო უმნიშვნელო ნივთს დაარტყას და ხალხი მას ახლაც, სერიალის დასრულებიდან თითქმის ორი წლის შემდეგაც იყიდის. "Game of Thrones"-ის თვალის ჩრდილი და Night King-ის ყინულის ფორმებიც კი წარმატებით იყიდებოდა.

Netflix-ის რომელიმე სერიალს ასეთი შედეგისთვის ჯერ არ მიუღწევია. “Stranger Things” ალბათ მისი ყველაზე წარმატებული მცდელობა იყო, თუმცა, საკმარისი ესეც არაა.

რა თქმა უნდა, Walt Disney-ს ამ საქმეში ბადალი არ ჰყავს. როგორც კი მისი ახალი ფილმი გამოდის, კომპანია შემოსავლებს ჯერ კინოთეატრების სალაროებიდან იღებს,  შემდეგ სტიმინგიდან და ნივთების გაყიდვებიდან. ამიტომ დისნის მოყვარულებს შეუძლიათ ყველაფრის პოვნა, "Frozen" საიუველირო ყუთებიდან დაწყებული, Mandalorian-ის Adidas-ის სპორტული ფეხსაცმლით დასრულებული. და, რა თქმა უნდა, "პატარა იოდა", რომელმაც Disney-ის სტრიმინგის არხს უზარმაზარი წარმატება მოუტანა. Disney+-ს ახლა 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და Netflix–ს 200 მილიონზე მეტით უსწრებს.

Disney-სთვის სამომხმარებლო პროდუქტები პანდემიის დროსაც კი შემოსავლის წყაროა. ოქტომბრის დასაწყისში, ფისკალური წლის ბოლოს, როცა თემატური პარკებისა და საკრუიზო გემებიდან შემოსავალი 40%-ზე მეტით დაეცა, საქონლის ლიცენზირებისა და საცალო შემოსავლებიდან მიღებული თანხა მხოლოდ 7%-ით შემცირდა.

ბოლო კვარტალში Disney-მ სამომხმარებლო პროდუქტის გაყიდვიდან ყოველ დოლარზე  55 ცენტი მოგება მიიღო. ეს წელიწადში $1,5 მილიარდ შემოსავალს უდრის. Hollywood Reporter-ს მიხედვით, 2012 წელს "Star Wars"-ის ლიცენზირებული საქონლის გაყიდვებმა $20 მილიარდს მიაღწია და ეს იყო იქამდე, ვიდრე მას Disney შეიძენდა.

სამომხმარებლო პროდუქტები Netflix–ის ინვესტიციის ლოგიკური სფეროა, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა შეიმუშაოს სერიალი, რომელსაც აქვს “ფეხები” - იქნება ეს დრაკონის ფეხები, უცხოპლანეტელი ბავშვის  ფეხები თუ სხვა რამ - მთავარია, იმოძრაოს და იმუშაოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტარა ლაჩაპელი