LIVE

ელონ მასკის ქონება ერთ დღეში $25 მილიარდით გაიზარდა

10 მარ 202111:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 457
ელონ მასკის ქონება ერთ დღეში $25 მილიარდით გაიზარდა
Bloomberg

ელონ მასკი კიდევ $ 25 მილიარდით გამდიდრდა.

Tesla-ს აქციების 20% –იანმა ნახტომმა მილიარდერი დამფუძნებლის ქონება $174 მილიარდამდე გაზარდა.

სამკვირიანი კლების ტენდენციის შემდეგ, აშშ-ს ტექნოლოგიურმა აქციებმა სამშაბათს მკვეთრი ზრდა აჩვენა. 10 ყველაზე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია ჯამში $54 მილიარით გაიზარდა. ჯეფ ბეზოსის Amazon-ის ჩათვლით, რომელმაც 6 მილიარდის მოგება დააფიქსირა და მილიარდერის ქონება $180 მილიარდამდე გაზარდა.

მასკი და ბეზოსი  Bloomberg- ის მილიარდერების ინდექსში პირველ ადგილს ბოლო დროს მონაცვლეობით იკავებენ. Tesla-ს დამფუძნებელი იანვარში  $210 მილიარდი დოლარით  ინდექსის სათავეში მოექცა, თუმცა მას შემდეგ ბეზოსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული უკან დაიბრუნა. ახლა ორ ბიზნესმენს $6 მილიარდზე ნაკლები აშორებთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვენუს ფენგი