LIVE

GameStop-ის აქციები კვლავ იზრდება

09 მარ 202111:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 399
GameStop-ის აქციები კვლავ იზრდება
Bloomberg

GameStop-ის მანია კვლავ გააქტიურდა, თუმცა ამჯერად, არა Reddit-ის დამსახურებით. ოთხი დღის განმავლობაში, კომპანიის აქციები 41% -ით გაიზარდა და $194.50 შეადგინა, რაც ბოლო ერთი თვის მაქსიმუმია.

აქციებზე ფასმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ Wall Street-ის ფავორიტი ინვესტორი და Chewy-ს დამფუძნებელი, რაიან კოენი კომპანიის ელექტრონულ კომერციაზე გადაწყობის პროცესს უხელმძღვანელებს.  უფრო კონკრეტულად, კომპანიამ ამ მიზნით სპეციალური კომიტეტი შექმნა და მას სწორედ კოენი უხელმძღვანელებს. 

მიუხედავად იმისა, რომ კოენის ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა საფონდო ბირჟაზე საცალო ინვესტორების გააქტიურებას შეუწყო ხელი, ზოგიერთი სკეპტიკოსი, როგორიცაა Wedbush– ის ანალიტიკოსი მაიკლ პაჩტერი, ამტკიცებს, რომ მისი მხრიდან ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო. მისი თქმით ამაში არანაირი სიახლე არ არის.

რაც შეეხება GameStop-ის ზრდის წინააღმდეგ მოთამაშეებს, იჰორ დუშანივსკი, S3 Partners- ის პროგნოზირების ანალიზის მმართველი დირექტორი ამბობს, რომ შორთ-სელერები პოზიციებს დაკარგავენ, ვიდრე GameStop- ის საბაზრო ფასი კვლავ იზრდება. 

შორთ სელერების დანაკარგი წლის განმავლობაში თითქმის $6 მილიარდია და მათ შორის $609 მილიონის ზარალი მხოლოდ ორშაბათზე მოდის. 

GameStop– ის საბაზრო ღირებულება ამჟამად $13.6 მილიარდს შეადგენს. ზრდა ჯერ კიდევ შორს არის $33,7 მილიარდი დოლარის ღირებულებისგან, რასაც GameStop-მა 28 იანვარს მიაღწია. შეგახსენებთ, საცალო ინვესტორების ძალისხმევით იანვარში GameStop მცირე დროით Russell 2000 ინდექსის უმსხვილესი კომპანია გახდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბეილი ლიპშულზი