LIVE

CDC - ვაქცინირებულ პირებს ერთმანეთის მონახულება ნიღბის გარეშე შეუძლიათ

09 მარ 202109:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 350
CDC - ვაქცინირებულ პირებს ერთმანეთის მონახულება ნიღბის გარეშე შეუძლიათ
Angela Weiss/AFP/Getty Images

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ვაქცინირებულ ადამიანებს ნიღბების გარეშე ერთმანეთის მონახულების უფლებას აძლევს. CDC-ს თანახმად, ასეთი შეხვედრები „დაბალი რისკის შემცველია“.

ძალაში რჩება შეკრებებსა და საჯარო სივრცეებში ნიღბის გამოყენების ვალდებულება, თუ იმავე სივრცეში მხოლოდ ვაქცინირებული პირები არ არიან. ძალაში რჩება მოგზაურობის აკრძალვა, შესაბამისი წესები და საზოგადოებაში ნიღბების გამოყენების რეკომენდაცია.

CDC-მ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის მიუხედავად, ყველამ უნდა აარიდოს თავი თავყრილობებს. თუმცა, შეკრების შემთხვევაში, ვაქცინირებულებმა ადამიანებმა უნდა ატარონ ნიღაბი, რადგან მათ კვლავ შეუძლიათ ვირუსის გადაცემა მათთვის, ვინც არ არის აცრილი.

ექსპერტები მათ, ვისაც Covid-19-ის ვაქცინა უკვე მიიღეს, მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით ვირუსის ახალი შტამების მიმართ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოშ უინგროვი და ფიონა რეზერფორდი