LIVE

ჯეკ დორსის პირველი ტვიტი ელექტრონულ აუქციონზე იყიდება

08 მარ 202112:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 469
ჯეკ დორსის პირველი ტვიტი ელექტრონულ აუქციონზე იყიდება
Drew Angerer/Getty Images

Twitter- ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეკ დორსი პლატფორმაზე მის მიერ განთავსებულ პირველ ტვიტს - "just setting my twttr" - ს ყიდის. დორსი ტვიტის გასაყიდად Valuables ვებგვერდს იყენებს, სადაც ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს.

ყველაზე მაღალი შეთავაზება ჯერჯერობით 2 მილიონი დოლარია, რომელიც ჩინელ კრიპტო მეწარმეს, ჯასტინ სუნს ეკუთვნის. ამ დრომდე სუნმა უკვე გაიმარჯვა უორენ ბაფეტის საქველმოქმედო ვახშამთან დაკავშირებით გამართულ აუქციონში.

საიტი, რომელიც ციფრულ კონტენტს ყიდის აცხადებს, რომ ნებისმიერი ციფრული შინაარსის ფლობა შეიძლება იყოს "ფინანსური ინვესტიცია, ჰქონდეს სენტიმენტალური ღირებულება და შექმნას კავშირი კოლექციონერსა და ავტორს შორის" ზუსტად ისე, როგორც ავტოგრაფირებული ნივთების შემთხვევაში.

Valuables, რომელიც სამი თვის წინ გაეშვეა, ადამიანებს საშუალებას აძლევს ტვიტის ციფრული სერთიფიკატი შეიძინონ, რომლის გაცმაც მხოლოდ ერთხელ შეიძლება და ავტორის მიერ კრიპტოგრაფიის გამოყენებით არის ხელმოწერილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ორიგინალი ტვიტი Twitter-ის პლატფორმაზე არსებობას გააგრძელებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იუქი იანგი