LIVE

ჩინეთის წყალქვეშა კაბელი ევროპას უკავშირდება - აშშ-სთვის ეს პრობლემაა

06 მარ 202113:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 744
ჩინეთის წყალქვეშა კაბელი ევროპას უკავშირდება - აშშ-სთვის ეს პრობლემაა
Bloomberg

ჩინეთის 7,500 მილის სიგრძის წყალქვეშა კაბელი "მშვიდობა" საფრანგეთში, მარსელის პორტში ამ წლის ბოლოს გამოჩნდება. წყალქვეშა კაბელი ევროპასა და აფრიკაში ჩინურ კომპანიებისთვის უფრო სწრაფი მომსახურების მიზნით იქმნება. ახალ კაბელი Netflix– ის 90,000 საათის ექვივალენტი მოცულობის მონაცემების ტრანსპორტირებას წამში შეძლებს. 

ჩინეთიდან ევროპამდე მიმავალი წყალქვეშა კაბელი ინტერნეტის გეოპოლიტიკაში ახალი ეტაპია. Huawei, კომპანია, რომელიც ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირების ცენტრშია, Hengtong Optic-Electric- ში სიდიდით მესამე აქციონერია. Hengtong ქმნის ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ კაბელს, თუმცა Huawei ასევე ამზადებს საკაბელო სადგურების და მისი წყალქვეშა გადამცემი მოწყობილობების აღჭურვილობას.

როგორც წესი, წყალქვეშა კაბელებს მნიშვნელოვანი სტრატეგიული დატვირთვა აქვთ. ამჟამად, მათგან 400 მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ინტერნეტის მონაცემებისა და სატელეფონო ტრაფიკის დაახლოებით 98%-ს ატარებს. აქედან ბევრ მათგანს ამერიკული კომპანიები ფლობენ და მართავენ, რაც  აშშ-ს ინტერნეტზე დომინირების გაძლიერებას განაპირობებს. აშშ-ს კაბელები მისთვის და მისი მოკავშირეებისთვის უსაფრთხოების გარანტია, რადგან ქვეყნები საბოტაჟის ან მეთვალყურეობის საფრთხეებს ხედავენ. ამიტომ, ევროპასთან დამაკავშირებელი კაბელი აშშ-სთვის პრობლემას წარმოადგენს.

აშშ-მ არაერთხელ გაუსვა ხაზი ჩინური ინფრასტრუქტურიდან მომდინარე საფრთხეებს. გასულ წელს,  აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, "უზრუნველყონ, რომ ჩვენი ქვეყნის გლობალურ ინტერნეტთან დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელები არ გახდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ დაზვერვისთვის ან მონაცემთა შეგროვებისთვის გამოყენებული".

აშშ და ჩინეთი დიდი ხანია იბრძიად მსოფლიოს ციფრულ ინფრასტრუქტურაზე დომინაციისთვის. ჩინეთის ახალმა კაბელმა კი ევროპა ამ დაპირისპირების შუაში მოაქცია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკვე დაადასტურა, რომ მის მთავრობას არ სურს ჩინეთის ინტერნეტ ინფრასტრუქტურისგან იზოლირება. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი  5 თებერვალს მაკრონთან გამართულ პრესკონფერენციაზე  ჩინეთის იზოლირების მცდელობები გააპროტესტა და თქვა, რომ იგი არ ფიქრობს, რომ ჩინეთთან დაშორება სწორი გზაა, განსაკუთრებით ამ ციფრულ ეპოქაში.

კაბელის შედეგად საფრთხის ქვეშ ექცევიან სადესანტო სადგურები, მათ შორის, მარსელის სანაპიროს მახლობლად მდებარე სადგური, რადგან წყალქვეშა კაბელი ინფორმაციის შეგროვების დამატებით შესაძლებლობას ქმნის.

აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთს გზა უკვე გადაუკეტეს. გასულ წელს, ლოს-ანჯელესიდან ჰონგ კონგამდე 8000 მილის საკაბელო ქსელის მიმართულება შეიცვალა. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ოფიციალურმა პირებმა დაბლოკეს კავშირი იმ ტერიტორიასთან, რომელიც ჩინეთის კონტროლს ექვემდებარება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰელე ფოკეტი