LIVE

სოჭიდან სოხუმის მიმართულებით 21 ივნისიდან რუსული კრუიზი “პრინცი ვლადიმერი” იმოძრავებს - RIA

07 ივნ 202311:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 516
სოჭიდან სოხუმის მიმართულებით 21 ივნისიდან რუსული კრუიზი “პრინცი ვლადიმერი” იმოძრავებს - RIA

სოჭიდან აფხაზეთის მიმართულებით რუსული საკრუიზო ლაინერი “პრინცი ვლადიმერი” იმოძრავებს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო Ria Novosti ავრცელებს

სოჭის პორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური ვლადიმიროვის თქმით, ორ რეგიონს შორის საზღვაო მიმოსვლის დაწყების შედეგად სოჭში ტურისტების ნაკადი 5-10%-ით მოიმატებს. მისივე განმარტებით, “პრინცი ვლადიმერი” სოჭის პორტიდან 21 ივნისს გავა და დანიშნულების ადგილზე, სოხუმში, 29 ივნისს ჩავა. 

რუსული საკრუიზო ლაინერი აღნიშნული მარშრუტით ზაფხულის სეზონზე ჯამში 11 მოგზაურობას მოაწყობს. სოჭს კრუიზი გვიან ღამით დატოვებს, სოხუმში ჩასვლის შემდეგ კი იგი იქ 3 დღით გაჩერდება. 

“პრინცი ვლადიმერი” რუსული კომპანია Chernomorskiye Kruzzy LLC-ის ცხრაგემბანიანი საკრუიზო გემია, რომლის მარშრუტში შედის ქალაქები სოჭი-ნოვოროსიისკი-იალტა-სევასტოპოლი-სოჭი. 2017 წლის შემდეგ გემი რუსული დროშის ქვეშ გადაადგილდება.