LIVE

2022 წელს საქართველოში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა

06 ივნ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 323
2022 წელს საქართველოში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა და 2.998 მლრდ კუბ.მ შეადგინა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ. ამასთან, ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება.

სემეკის ინფორმაციით, 2022 წელს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 1,335 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებამ კი - 1,663 მლნ კუბ.მ, მათ შორის 754 მლნ კუბ.მ თბოსადგურების მოხმარებაზე მოდიოდა.

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა გათბობის გრადუს დღეების ოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით 2022 წელს შენობების უფრო მეტი გრადუსით გათბობა იყო საჭირო.

სემეკის მონაცემებით, 2022 წელს ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.5% იმპორტით დაკმაყოფილდა. საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრესი წყარო კვლავ აზერბაიჯანია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქვეყანაში ბუნებრივი გაზის საბითუმო და საცალო ბაზარზე საქმიანობას 28 მიმწოდებელი ახორციელებდა.