საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 1.26 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6209 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 3.53 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8023 ლარი გახდა.
ლარი თურქულ ლირასთანაც გამყარდა. 0.24-თეთრიანი გამყარების შედეგად, 1 ლირას ფასმა 12.37 თეთრი შეადგინა.
აღნიშნული კურსები ძალაში 6 ივნისის ჩათვლით იქნება.