LIVE

სებ-მა დოლარი სავარაუდოდ ლარზე ერთჯერადი ზეწოლის გასანეიტრალებლად გაყიდა - Galt & Taggart

05 ივნ 202313:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 867
სებ-მა დოლარი სავარაუდოდ ლარზე ერთჯერადი ზეწოლის გასანეიტრალებლად გაყიდა - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის ყოველკვირეული მიმოხილვის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირაში დოლარი სავარაუდოდ ლარზე ერთჯერადი ზეწოლის გასანეიტრალებლად გაყიდა.

კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, სებ-ი 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე უცხოური ვალუტის წმინდა მყიდველია და უკვე 765.8 მლნ აშშ დოლარი იყიდა.

„2023 წლის 2 ივნისს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 17.1 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ბაზრისთვის შეთავაზებული 40 მლნ აშშ დოლარიდან, სავარაუდოდ ლარზე ერთჯერადი ზეწოლის გასანეიტრალებლად. ეს იყო პირველი სავალუტო ინტერვენცია გაყიდვის მიმართულებით 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი უცხოური ვალუტის წმინდა მყიდველია, რომელმაც 765.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის I კვარტალში BMatch პლატფორმის საშუალებით 460.5 მილიონი დოლარი იყიდა. 31 მარტის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების მოცულობამ 5 003 820 400 დოლარი შეადგინა, რაც აპრილში კიდევ გაიზარდა, რამდენადაც აპრილში ეროვნულმა ბანკმა რეკორდული რაოდენობის თანხა, 322.4 მილიონი დოლარი შეისყიდა.