LIVE

რა ელის ბიტკოინს?

02 მარ 202116:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 934
რა ელის ბიტკოინს?

ბიტკოინი ერთი წლის განმავლობაში მისი ყველაზე ცუდი კვირის შემდეგ დანაკარგებს კვლავ განიცდის. მისი გრძელვადიანი პერსპექტივა კი  გარემოსდაცვითი პრობლემების და მოსალოდნელი მკაცრი რეგულაციების გამო, შეიძლება კიდევ უფრო ცუდი აღმოჩნდეს.

ბიტკოინის მოსაპოვებლად ენერგიის დიდი რაოდენობაა საჭირო. ამასთან, დიდია შანსი, რომ მთავრობები მეტ დაბრკოლებებს შექმნიან უმსხვილესი კრიპტოვალუტისთვის. ამ მიზეზების გამო, BCA Research-ის მიხედვით, დიდი შანსია, რომ ციფრულმა მონეტამ თავისი ღირებულების უდიდესი ნაწილი დროთა განმავლობაში დაკარგოს.

"ბიტკოინის ტრანზაქციების ხარჯი და ნელი ტემპი მას გამოუსადეგარ გაცვლის საშუალებად ხდის" - წერს BCA-ის კვლევის უფროსი გლობალური სტრატეგი პიტერ ბერეზინი. BCA ყურადღებას ამახვილებს ბიტკოინის არაეკოლოგიურობაზეც. ბერეზინი წერს, რომ ეკოლოგიური, სოციალური და მმართველობაზე ორიენტირებული ფონდები, ბიტკოინთან ასოცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას თავს აარიდებენ. ამის მიზეზი კი ციფრული მონეტის არაეკოლოგიური მოპოვება იქნება.

მიუხედავად ამ მოლოდინებისა, გასული წლის განმავლობაში ბიტკოინი ხუთჯერ გაიზარდა, რაც გამყოფი ხიდი აღმოჩნდა ბიტკოინის მორწმუნეებს და კრიტიკოსებს შორის.

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შორის აღსანიშნავია ციფრულ მონეტაში Tesla-ს $1.5 მილიარდიანი ინვესტიცია. მაგრამ ამავე დროს, Microsoft- ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი და სახაზინო მდივანი ჯენეტ იელენი ბიტკოინის ინვესტორებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

BCA- ს თანახმად, ასევე მოსალოდნელია, რომ მთავრობები კრიპტოსთვის უფრო მეტ წინაღობას შექმნიან, რადგან მათ შეიძლება დაკარგონ მილიარდობით დოლარის შემოსავალი სეინიორის გამო (განსხვავება ფულის ნომინალურ ღირებულებასა და წარმოების ღირებულებას შორის).

როგორც ბერეზინი წერს, როგორც კი ESG (ეკოლოგიური, სოციალური, მმართველობითი) თანხები ბიტკოინისგან დისტანცირებას დაიწყებენ, მისი ფასი კლების სპირალში აღმოჩნდება.

თუმცა, ზოგიერთი კომენტატორი კრიპტოვალუტის მომავალს უფრო იმედიანად უყურებს და რისკების მიუხედავად, ბიტკოინის და სხვა ციფრული მონეტების მეინსტრიმში შემოსვლას წინასწარმეტყველებს.

ბიტკოინის მორწმუნეთა რიგებშია Citigroup-ის გუნდი. Citi და მათ შორის კეტლინ ბოილი, ხაზს უსვამს ციფრული მონეტის გაზრდილ მიმზიდველობას ინსტიტუციური ინვესტორებისთვის და მისი, როგორც ინფლაციის რისკის ჰეჯირების საშუალებად გამოყენების შესაძლებლობას.

მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ციფრული მონეტის ფასი გუშინ 3%-ით გაიზარდა და დღეისთვის $48,769.90 შეადგენს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი