აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა Johnson & Johnson-ის კოვიდვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. კვლევების მიხედვით, ვაქცინა 85%-ით ეფექტიანია რთული ფორმების შემთხვევაში, ხოლო დაავადების საშუალო სირთულის ფორმებში მან 66%-ით ეფექტიანობა აჩვენა.
მარტის ბოლომდე, ბაიდენის ადმინისტრაცია J&J-ის 20 მილიონი დოზის შესყიდვას გეგმავს, რომლებიც დისტრიბუციის ყველა გზებით გავრცელდება, მათ შორის აფთიაქებში და საჯარო ჯანდაცვის ცენტრებში. ამ წლის პირველ ნახევარში J&J აშშ-თვის ვაქცინის 100 მილიონი დოზის მიწოდებას გეგმავს. ამ გზით, ამერიკა ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდას შეძლებს.
აშშ უკვე ფართოდ იყენებს Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინებს. თუმცა, მათგან განსხვავებით, J&J-ის ვაქცინა ერთჯერადად კეთდება და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი. ეს მახასიათებლები ამარტივებენ ვაქცინის დისტრიბუციის და ადმინისტრირების შესაძლებლობებს. ამ თვისებების წყალობით, J&J-ის ვაქცინა შესაძლოა აშშ-ში გამოიყენონ საზოგადოების ისეთ ჯგუფებში, რომლებმაც პანდემიის არაპროპორციული ზიანი განიცადეს, მათ შორის: უსახლკაროები, სოფლის მცხოვრებლები, კრიმინალური წარსულის მქონე პირები, შშმ პირები და ა.შ. ყველა მათგანს შეზღუდული წვდომა აქვთ ჯანდაცვაზე.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ხაზგასმით აღნიშნა J&J-ის ვაქცინის ეფექტიანობა და ამერიკელებს მათთვის ნებისმიერი ხელმისაწვდომი აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანჯელიკა ლავიტო და ჯოშ ვინგრუვი.