LIVE

GameStop-ის მანიამ ახალი სტარტი აიღო

26 თებ 202110:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 376
GameStop-ის მანიამ ახალი სტარტი აიღო
Bloomberg

Reddit–ის საცალო ტრეიდერები  GameStop-ის აქციების ზრდას ანახლებენ. ოთხშაბათს კომპანიის აქციების ფასი გაორმაგდა, ხუთშაბათის პრემარკეტულ ვაჭრობაში კი 83% -ით მოიმატა და ნიუ იორკში $168 შეადგინა. 

Reddit-ის ფორუმის ტრეიდერთა სხვა ფავორიტთა შორის ისევ არიან AMC, რომელიც კვირის პირველ სამ დღეში 59%-ით გაიზარდა და Koss, 78% -იანი ზრდით.

ახალი ტალღა GameStop-ის და სხვა ე.წ "მიმ აქციების" ზრდა, სავარაუდოდ, GameStop-დან  მთავარი ფინანსური ოფიცრის, ჯიმ ბელის, კომპანიიდან გათავისუფლებამ გამოიწვია.

WallStreetBets-ის ფორუმის ინვესტორებმა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, GameStop-ის საბაზრო ღირებულება $7.6 მილიარდამდე გაზარდეს.

ანალისტები დარწმუნებული არ არიან ამჯერად რამდენ ხანს გასტანს საცალო ტრეიდერების შეტევა პროფესიონალ შორთ-სელერებზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბეილი ლიპშულთსი