LIVE

კვლევა: Pfizer-ის ვაქცინა პანდემიის დასრულებას დაეხმარება

25 თებ 202116:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 368
კვლევა: Pfizer-ის ვაქცინა პანდემიის დასრულებას დაეხმარება
Kobi Wolf/Bloomberg

ისრაელში ჩატარებული მასშტაბური კვლევის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მეტისმეტად კარგი შედეგი აქვს, რაც მეცნიერებს აფიქრებინებთ, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასრულებას დაეხმარება.

კვლევაში 1,2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. ვაქცინის ორმა დოზამ 20 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე აცრილ ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანში ინფიცირების შემთხვევების 94%-ის პრევენცია შეძლო. მათგან დაახლოებით ერთი მეოთხედი 60 წელზე უფროსი ასაკის იყო.

Bloomberg Covid-19 Tracker-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 99 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის დაახლოებით 218 მილიონი ადამიანი აიცრა. რაოდენობრივად ყველაზე მეტი აცრა აშშ-სა და ჩინეთში გაკეთდა, 100 სულ მოსახლეზე აცრის მაჩვენებლით ისრაელი ლიდერობს - ქვეყანაში მინიმუმ 1 დოზა ვაქცინა მოსახლეობის 50.7%-ს აქვს გაკეთებული. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრესგე და ჯეისონ გეილი