აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) ადასტურებს, რომ Johnson&Johnson-ის Covid-19-ის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია.
ვაქცინაციის პროცესისთვის Johnson&Johnson-ის ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. Moderna-ს და Pfizer-BioNTech-ის ვაქცინებისგან განსხვავებით, J&J-ის ერთი აცრა საკმარისია. ამასთან, მისი შენახვა მაცივრის ტემპერატურაზე სამ თვემდეა შესაძლებელი.
FDA-ის მიხედვით, ვაქცინამ კლინიკურ კვლევაში 72%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ვაქცინირებულ ჯგუფში Covid-თან დაკავშირებული სიკვდილიანობა არ აღინიშნა, წერს აშშს საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია.
თუ პარასკევს საკონსულტაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, J&J-ის ვაქცინა დამტკიცდა, როგორც დანარჩენი ორი ვაქცინის შემთხვევაში მოხდა, კომპანია თავდაპირველად 4 მილიონი დოზის მიწოდებას შეძლებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანა ედნი