LIVE

იაპონიის პრემიერ-მინისტრის შვილთან სადილობის გამო თანამდებობის პირები დაისჯებიან

24 თებ 202119:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 373
იაპონიის პრემიერ-მინისტრის შვილთან სადილობის გამო თანამდებობის პირები დაისჯებიან
Kiyoshi Ota/Bloomberg

იაპონელი თანამდებობის პირები, რომლებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იოშიჰიდე სუგას შვილთან სადილობდნენ, ეთიკის წესების დარღვევაში არიან ბრალდებულები. ამისთვის ისინი სასჯელს ან საყვედურს მიიღებენ. საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 თანამშრომელს, რომელიც პრემიერ-მინისტრის შვილთან ძვირადღირებულ სადილებს მიირთმევდა. მათგან ნაწილი ხელფასის დაკლებით დაისჯება. სამინისტრომ მათი სახელები და ღირებულების მითითებით, სადილების სია გამოაქვეყნა.

სუგას უფროსი ვაჟი მუშაობს სატელიტურ სამაუწყებლო ფირმაში, რომელიც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზედამხედველობას ექვემდებარება. 

თავად სუგას შვილისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ. ის კომენტარზე უარს აცხადებს.

პრემიერ-მინისტრმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა სკანდალი უარყოფითად აისახება პრემიერ-მინისტრზე, რომლის მხარდამჭერთა რიცხვი ისედაც ძალიან იკლებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იზაბელ რეინოლდსი