ეუთოს თავმჯდომარე და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ლინდე საკუთარ Twitter-ის გვერდზე საქართველოში არსებულ მწვავე პოლიტიკურ კრიზისს გამოეხმაურა და მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.
"როგორც ეუთოს ხელმძღვანელი, შეშფოთებული ვარ თბილისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ვითარების დეესკალაცია, განაახლონ დიალოგი, იმოქმედონ ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად, რათა დაიცვან პროგრესი, რომელსაც ქვეყნამ მიაღწია".
Following with concern the latest events in #Tbilisi. As @OSCE CiO, I repeat my call on all sides to immediately de-escalate the situation, resume dialogue and act with full respect of OSCE commitments to safeguard the progress the country has made. #OSCE2021SWE