LIVE

დეკემბერში სასტუმროები 14.8%-ით გაძვირდა - PMC

26 იან 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 403
დეკემბერში სასტუმროები 14.8%-ით გაძვირდა - PMC

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი წლიურად 14.8%-ით გაიზარდა. მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსმა 13.4%-ით მოიმატა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასებმა 20.4%-ით.  

დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით კი, სასტუმროები 5.5%-ით გაძვირდა. 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.9%-ითაა გაზრდილი, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასებმა კი 5.4%-ით მოიმატა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 167 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 275 ლარი. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ღირებულება კი 456 ლარი იყო. თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 559 ლარი შეადგინა, კახეთში - 552 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 458 ლარი, ხოლო აჭარაში - 429 ლარი.