ცხოვრების გაზრდილი ხარჯების დასაძლევად მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები არაერთ გზას მიმართავენ. ინფლაციამ საგრძნობლად შეამცირა დაბალი შემოსავლის მქონე პირთა მსყიდველობითუნარიანობა.
სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შოტლანდიაში ქირის ფასზე ზღვარი დაწესდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოიჯარეები მოქალაქეებს ბინის ქირას თვითნებურად ვეღარ გაუზრდიან.
იჯარაზე ზღვრის დაწესების საწყის პერიოდად 2023 წლის 31 მარტი იყო აღებული, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება დამატებით ექვსი თვით, 2023 წლის სექტემბრამდე გახანგრძლივდა. მთავარი მიზეზი, კი როგორც საერთაშორისო მედია წერს, ევროპის მასშტაბით არსებული მაღალი ინფლაციაა, რის გამოც ადამიანებს ცხოვრება საგრძნობლად გაუძვირდათ და ყოველდღიური ხარჯები გაეზარდათ.