LIVE

G-7 რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს მარტში გადახედავს

21 იან 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 413
G-7 რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს მარტში გადახედავს

G7-ის ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ რუსული ნავთობის ექსპორტის ფასის ლიმიტს იმაზე გვიან გადახედავენ, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

აშშ-ს ხაზინის თანახმად, ფასის ზღვარი თებერვლის ნაცვლად მარტში გადაიხედება და ამგვარად მეტი დრო იქნება ბაზრის შესაფასებლად.

5 დეკემბერს ამოქმედდა ევროკავშირის, G7-ის და ავსტრალიის მიერ რუსულ ნავთობზე დადგენილი ფასის ზედა ზღვარი, ბარელზე $60-ის ოდენობით.

კოალიცია გეგმავს, 5 თებერვლიდან უკვე ცალკეულ ნავთობპროდუქტებზეც დააწესოს ფასის ლიმიტი. 

რუსეთისთვის ნავთობზე ლიმიტის დაწესება მისთვის შემოსავლების შემცირებას ემსახურება. უკრაინაში შეჭრაზე დასავლეთის საპასუხო ზომების შემდეგ, რუსეთმა ნავთობის ფასდაკლებით გაყიდვას მიმართა და გასაღების ძირითად ბაზრებად ჩინეთი და ინდოეთი გადაიქცნენ. ამასთან, დასავლელი ლიდერების მიერ ხდება იმის გათვალისწინებაც, რომ შეზღუდვამ გლობალური ნავთობის ბაზარი მნიშვნელოვნად არ დააზარალოს.