LIVE

სეულის განგნამის უბანში გაჩენილმა ხანძარმა 60 სახლი გაანადგურა

20 იან 202313:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 432
სეულის განგნამის უბანში გაჩენილმა ხანძარმა 60 სახლი გაანადგურა

ხანძარმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში მინიმუმ 60 სახლი გაანადგურა. ამის გამო, დაახლოებით 500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

სახლების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ახლომდებარე სასტუმროებში მოათავსეს. 

ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 6:27 საათზე სეულის ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ გარეუბანში, განგნამის რაიონის განაპირას გაჩნდა.

დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ მედიაში ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ხანძრის ჩაქრობას 900-ზე მეტი მეხანძრე და რამდენიმე ვერტმფრენი  დასჭირდა.

ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ტერიტორია ხანძრისა და წყალდიდობისგან დაუცველია. სახლების დიდი ნაწილი დროებით საცხოვრებლად, ხისგან და მუყაოსგანაა აშენებული.

Korea Times-ის ცნობით, დასახლებაში 2009 წლის შემდეგ სულ მცირე 16 ხანძარი გაჩნდა.