LIVE

ფრანგული შამპანურის გაყიდვები რეკორდულ €6 მილიარდამდე გაიზარდა

22 იან 202314:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 746
ფრანგული შამპანურის გაყიდვები რეკორდულ €6 მილიარდამდე გაიზარდა

გასულ წელს პირველად, შამპანურის გაყიდვებმა 6 მილიარდ ევროს  გადააჭარბა. მიზეზი ისაა, რომ საფრანგეთიდან პროდუქტის ექსპორტი გაიზარდა.

ფრანგული ბიზნეს გაერთიანების მონაცემებით, მთლიანი გადაზიდვები 1.6%-ით გაიზარდა და 326 მილიონ ბოთლს გაუტოლდა. გაიზარდა პარიზის აღმოსავლეთით წარმოებული ცქრიალა ღვინის ექსპორტი, ხოლო შიდა ბაზარზე გაყიდვები დაეცა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ექსპორტმა (187.5 მილიონი ბოთლი) გადააჭარბა ადგილობრივ გაყიდვებს და მთლიანი რაოდენობის 58% სწორედ საზღვარგარეთ გაიყიდა.

ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს შამპანურის მწარმოებლებსა და მოვაჭრეებს, აღნიშნავენ, რომ 2022 წლის მოსავალი იყო შესანიშნავი, როგორც რაოდენობით, ასევე ხარისხით და ამასთან მიმართულება პანდემიური კრიზისისგან აღდგა.

აღსანიშნავია, რომ შამპანურის გაყიდვები შემცირდა პანდემიის დროს, როდესაც ბარები და რესტორნები დაიხურა და ასევე, მოქმედებდა სამოგზაურო შეზღუდვები.