LIVE

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს

19 იან 202311:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 316
ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი ჯასინდა არდენი თანამდებობის ვადის გახანგრძლივებას და ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

მისი განცხადებით, პრემიერმინისტრის პოსტს 7 თებერვალს დატოვებს. 

"ვტოვებ, რადგან ასეთ პრივილეგირებულ როლს თან ახლავს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობაა იმის გაგება, თუ როდის ხართ საჭირო ადამიანი ლიდერობისთვის და ასევე როდის არა. მე ვიცი, რა სჭირდება ამ სამუშაოს და მე ვიცი, რომ ამის შესრულებისთვის საკმარისი ძალა აღარ მაქვს", - თქვა არდენმა. 

არდენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მმართველი 2017 წელს, როცა ის პრემიერმინისტრად 37 წლის ასაკში აირჩიეს.