LIVE

რომელ სექტორებში ეძებენ კადრებს ყველაზე აქტიურად საქართველოში

20 იან 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 453
რომელ სექტორებში ეძებენ კადრებს ყველაზე აქტიურად საქართველოში

Jobs.ge-ზე 2022 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით 43 323 ვაკანსია გამოქვეყნდარაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება HR.ge-ის მონაცემებს, გასულ წელს სულ 59 800 განცხადება გამოქვეყნდა - 2021 წელთან შედარებით 7%-ით მეტი.

ორივე პლატფორმაზე შედეგი თითქმის იდენტურია და მონაცემების თანახმად, საქართველოში ყველაზე აქტიურად კადრებს გაყიდვების/შესყიდვების სფეროში, ადმინისტრაცია/მენეჯმენტის და ლოჯისტიკის სექტორებში ეძებენ. 

ამ ჩამონათვალს ემატება აიტი სპეციალისტიც, რომელზეც მოთხოვნა განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ გაიზარდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოთხოვნადთან ერთად, აიტი სფერო საკმაოდ მაღალანაზღაურებადია და ქვეყანაში საშუალო ხელფასს 2-ჯერ აღემატება.

თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დასაქმების ვებ-გვერდები დღეს არც ისეთი პოპულარულია, როგორც ადრე. დასაქმებისთვის ისეთი პორტალების გამოყენების ტენდენცია იკვეთება, როგორიცაა ლინკდინი. 

"ეს თაობა სამსახურს ძველი მეთოდებით აღარ ეძებს, სამუშაოს საძებნელად ვებ-გვერდებს ნაკლებად იყენებენ, რადგან დარწმუნებული არ არიან, რომ უკუკავშირი დროული იქნება ან საერთოდ თუ იქნება. შესაბამისად, პოპულარული გახდა ისეთი პლატფორმები, სადაც დამსაქმებელთან უშუალო კონტაქტი აქვთ," -  აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას HR პროფესიონალთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ღაჭავა. 

ამ ყველაფრის პარალელურად კი US news-ის ანგარიშის მიხედვით, საუკეთესო და ყველაზე მოთხოვნადი სამუშაოების ჩამონათვალი ამერიკული შრომითი ბაზრის მიხედვით ასე გამოიყურება: სოფთვეარ დეველოპერი, ექთანი, ჯანდაცვის სერვისების მენეჯერი, ფიზიოთერაპევტი, აიტი მენეჯერი.

ფაქტია, რომ საქართველოში მსგავსი ტენდენცია არ იკვეთება და იმის მიუხედავად, რომ ექთნებისა და სამედიცინო პერსონალის დეფიციტი არის, ეს მიმართულება ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში მაინც არ ხვდება.