საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს წევრად აირჩიეს.
კენჭისყრის შედეგად, მთელი მსოფლიოდან შეირჩა გენერალური საბჭოს 20 წევრი, რომელიც WCF-ს ორი წლის განმავლობაში, 2023-დან 2025 წლამდე უხელმძღვანელებენ.
ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა 130 ქვეყნიდან 1400-მა წევრმა პალატამ მიიღო.
საქართველოს სავაჭრო პალატა არის რეგიონიდან ერთადერთი პალატა, რომელიც წარმოდგენილია აღნიშნული გაერთიანების საბჭოს წევრად.
მსოფლიო პალატების ფედერაცია წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მმართველ ორგანოს - უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1200-ზე მეტ სავაჭრო პალატასა და 45 მილიონ ბიზნესს.
ფედერაციის მთავარი საქმიანობა, კერძო სექტორის განვითარების მიზნით, პალატების ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობაა.
მსოფლიო პალატების ფედერაციის გენერალური საბჭოს წევრობა გულისხმობს ფედერაციის სტრატეგიული მიმართულებების შემუშავებასა და გაწეული მომსახურებების განვითარებას, უზრუნველყოფს სავაჭრო-პალატების როლის პოპულარიზაციასა და პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას, ისევე როგორც ფედერაციის როლის მხარდაჭერას, წარადგინოს პალატების გლობალური ინტერესები.