LIVE

Apple საკუთარი ფიჭური მოდემის შექმნას იწყებს

11 დეკ 202020:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 414
Apple საკუთარი ფიჭური მოდემის შექმნას იწყებს

Apple- ის აპარატული უზრუნველყოფის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯონი სრუჯიმ განაცხადა, რომ კომპანიამ საკუთარი ფიჭური მოდემის შექმნა დაიწყო და მომავალში Qualcomm-ის კომპონენტებს საკუთარით ჩაანაცვლებს. 

ფიჭური მოდემი სმარტფონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მოწყობილობას, ფიჭური ქსელების საშუალებით, სატელეფონო ზარების და ინტერნეტთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.

სრუჯის თქმით, 2019 წელს Intel–ის მოდემის ბიზნესის $1 მილიარდი დოლარის შენაძენმა Apple– ს ხელი შეუწყო აპარატული უზრუნველყოფის და პროგრამული ინჟინრების გუნდი შეექმნა და საკუთარი ფიჭური მოდემის შექმნაზე დაეწყო მუშაობა. კომპანიამ უკვე შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩიპი, მათ შორის W- სერიები Apple Watch- ში და U1 Ultrawide-band iPhone- ში, რაც ლოკაციის ზუსტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენება.

Apple- ის მიერ შექმნილ სხვა ჩიპებზე საუბრისას სრუჯიმ ხაზი გაუსვა ახალ M1 პროცესორებს, რომელიც უახლეს MacBook Air- ში, MacBook Pro- სა და Mac mini- შია წარმოდგენილი. Apple მუშაობს Mac ჩიპების "ოჯახზე" - აღნიშნა სრუჯიმ - და Intel- ის უსწრაფესი კომპიუტერული ჩიპების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორია: მარკ გურმანი