LIVE

2022 წელს უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვა 55%-ით გაიზარდა - RS

16 იან 202315:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 400
2022 წელს უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვა 55%-ით გაიზარდა - RS

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 174 781 კოლოფი (2021 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტი) და 463 კილოგრამზე მეტი (2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით ნაკლები) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 2 481 ფაქტი გამოავლინეს, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 55%-ით მეტია. 

შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, რომ კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.

მათივე განმარტებით, 1 456 ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები  ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. მაჩვენებელი წლიურად 75%-ითაა გაზრდილი.  

38 ფაქტზე საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით 21%-ით ნაკლებია.

ამასთან, 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2022 წელს 37%-ით გაიზარდა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევათა რაოდენობა და ჯამში 987 იყო. აღნიშნულ ფაქტებზე შედგა ამოღების ოქმები.