LIVE

რომელი ავიაკომპანიები იყო 2022 წელს ყველაზე პუნქტუალური

15 იან 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 304
რომელი ავიაკომპანიები იყო 2022 წელს ყველაზე პუნქტუალური
Dimas Ardian/Bloomberg

კოვიდრეგულაციების გაუქმების შემდეგ, გასულ წელს ავიაკომპანიებმა ფრენების სიხშირე გაზარდეს, ანალიტიკოსები კი ტრადიციული სტატისტიკის წარმოებას დაუბრუნდნენ. 

მოგზაურობის მონაცემების პროვაიდერის OAG-ის ახალი ანალიზის მიხედვით, 2022 წლის ყველაზე პუნქტუალური გლობალური ავიაკომპანია Garuda Indonesia იყო. მან ფრენების 95.63% დროულად შეასრულა.

სიაში მე-2 და მე-3 ადგილები სამხრეთ აფრიკულმა დაბალბიუჯეტიანმა Safair-მა და გერმანიის Eurowings-მა დაიკავეს. მათ რეისების 95.3% და 95.26% დროულად შეასრულეს. თუმცა, Eurowings ასევე ლიდერობს გაუქმებული ფრენების კატეგორიაშიც. მისი რეისების 3.49% გაუქმდა.

პუნქტუალური ავიაკომპანიების ოცეულში მხოლოდ ერთი ამერიკული ავიაკომპანია - Delta Airlines მოხვდა. მან სიაში მე-17 ადგილი დაიკავა. ავიაკომპანიამ რეისების 81.79%-ით დროულად შეასრულა, 1.94% კი გააუქმა.