5 უდიდესი ეკონომიკა გლობალური მშპ-ს ნახევარს, 10 უდიდესი ეკონომიკა ორ მესამედს, 25 კი 84%-ს შეადგენს.
დანარჩენი 167 ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე კი გლობალური ეკონომიკის მხოლოდ 16%-ს მოდის.
"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" თანახმად, 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მსოფლიოს 10 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სია ასეთია:
1. აშშ - $25,035 ტრილიონი;
2. ჩინეთი - $18,321 ტრილიონი;
3. იაპონია - $4,301 ტრილიონი;
4. გერმანია - $4,031 ტრილიონი;
5. ინდოეთი – $3,469 ტრილიონი;
6. გაერთიანებული სამეფო - $3,199 ტრილიონი;
7. საფრანგეთი - $2,778 ტრილიონი;
8. კანადა - $2,200 ტრილიონი;
9. რუსეთი – $2,133 ტრილიონი მშპ;
10. იტალია - $1,997 ტრილიონი მშპ.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის" შეფასებით, მსოფლიოს მესამედი 2023 წელს რეცესიაში შევა. ნელდება აშშ-ის, ჩინეთისა და ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა.
ორგანიზაციის შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყნები რეცესიას აირიდებენ, სხვა ადგილებში არსებული რეცესია საგრძნობი იქნება.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 60 მილიარდი ლარი ($18.6) შეადგინა. 2022 წლის სამი კვარტლის მონაცემებით კი მშპ-ს მოცულობა 51.2 მილიარდს ($17.3 მილიარდი) გაუტოლდა.