LIVE

Microsoft-ი OpenAI-ში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

12 იან 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 489
Microsoft-ი OpenAI-ში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Microsoft-ი ChatGPT-ის შემქმნელ კომპანია OpenAI-ში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს. 

გარიგების შედეგად, კომპანიის ღირებულება $29 მილიარდამდე გაიზრდება, რაც მას მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად აქცევს. 

ChatGPT-ში Bing-ის ინტეგრირება ტექნოლოგიურ გიგანტ Microsoft-ს საშუალებას მისცემს, რომ განავითაროს ვებძიება და კონკურენცია გაუწიოს ბაზრის ლიდერს, Google-ს. 

გავრცელებული ინფორმაციით, Microsoft ინვესტირებული თანხის დაბრუნებამდე OpenAI-ის მოგების 75%-ს მიიღებს, რის შემდეგაც Microsoft-ს OpenAI-ის 49%-იან წილი დარჩება.

მედიის ინფორმაციით, გარიგება 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. სიახლის შესახებ ინფორმაციას კომპანიები ჯერჯერობით არ ავრცელებენ.

სილიკონის ველის მეწარმის, სემ ალტმანის მიერ 2015 წელს, შექმნილმა OpenAI-მა თავისი ChatGPT ნოემბრის ბოლოს გამოუშვა. ტექნოლოგიურ სამყაროში ChatGPT-ის გამოსვლას ხმაური მოჰყვა.  ეს არის ენის დამუშავების ინსტრუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ადამიანის მიერ დაწერილი ტექსტის მსგავსი შექმნას. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, კოდის შემუშავებისთვის და ესეების დასაწერად.