LIVE

რომელ ქალაქებშია მოძრაობა ყველაზე გადატვირთული - 2022 წლის რეიტინგი

14 იან 202319:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 414
რომელ ქალაქებშია მოძრაობა ყველაზე გადატვირთული - 2022 წლის რეიტინგი
Chris J. Ratcliffe/Bloomberg

მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში მოძრაობა პანდემიამდელ დონეზე აღდგა, ნაწილში კი გადაადგილება კიდევ უფრო ინტენსიურია.

ტრანსპორტის კვლევის კომპანიის INRIX Research-ის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული მოძრაობა აშშ-სა და ევროპის ქალაქებშია

ჯგუფმა დაადგინა, რომ ევროპის ურბანული ტერიტორიების 42%, ხოლო აშშ-ის 39% პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, უფრო გადატვირთულია. ამ მხრივ, ყველაზე მძიმე ვითარებაა ბრიტანეთში, სადაც ეს მაჩვენებელი 72%-ს აღწევს.  

ამასთან, დიდ ბრიტანეთში, გასულ წელს მძღოლი მოძრაობაში საშუალოდ 80 საათს ატარებდა, ხოლო აშშ-ში 51 საათს. 

იმ ქალაქების სია, სადაც 2022 წელს მძღოლებმა გადაადგილებაში ყველაზე მეტი დრო დახარჯეს, ასეთია:

1. ლონდონი - 156 საათი

2. ჩიკაგო - 155 საათი

3. პარიზი - 138 საათი

4. ბოსტონი - 134 საათი

5. ბოგოტა - 122 საათი

6. პალერმო - 121 საათი

7. ტორონტო - 118 საათი

8. ნიუ-იორკი - 117 საათი

9. მონტერეი - 116 საათი

10. ფილადელფია - 114 საათი 

სამოქალაქო და კომერციული ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება მშვენიერია. საცობები უახლოვდება (თუ არა აღემატება) პანდემიამდელ დონეს“, - ამბობს ანგარიშის ავტორი, ბობ პიშუ და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მოძრაობის სწორი მართვა, რათა არც ეკონომიკა დაზიანდეს და ამასთან, არც მგზავრებისა და მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხი გაუარესდეს.