LIVE

2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 3.3%-ით შემცირდება - მსოფლიო ბანკი

11 იან 202314:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 834
2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 3.3%-ით შემცირდება - მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა 3.3%-ით შემცირდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წინა შეფასებასთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტითაა გაუარესებული. 

უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს 3.5%-იანი ვარდნის და 2023 წელს 3.3%-იანი კლების შემდეგ, 2024 წელს რუსეთის ეკონომიკა 1.6%-ით გაიზრდება.

საპირისპიროდ, მსოფლიო ბანკმა უკრაინის პროგნოზი 1.2 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა და წელს უკრაინაში ეკონომიკის 3.3%-იან, 2024 წელს კი 4.1%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც 2022 წლის 35%-იან ვარდნას მოსდევს.

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმადგლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 1.7%, ხოლო 2024 წელს 2.7% იქნება.

რაც შეეხება საქართველოს, 2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შენელება.