LIVE

რას ნიშნავს ჩინელი ტურისტების დაბრუნება მსოფლიო ეკონომიკისთვის

09 იან 202318:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 502
რას ნიშნავს ჩინელი ტურისტების დაბრუნება მსოფლიო ეკონომიკისთვის

Covid 19 პანდემიამდე წლების განმავლობაში ჩინეთი მსოფლიოსთვის საერთაშორისო მოგზაურების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყო. 155 მილიონმა ჩინელმა ტურისტმა 2019 წელს მეოთხედ ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ქვეყნის საზღვრებს მიღმა.

ეს მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა ბოლო სამი წლის განმავლობაში, რადგან ქვეყანამ პანდემიის გამო საზღვრები დახურა. თუმცა, ახლა, როდესაც საზღვრები ისევ გაიხსნა და რეგულაციების შემსუბუქდა, მილიონი ჩინელი ტურისტი მზადაა, მსოფლიოს დაუბრუნდეს. ანალიტიკოსები ელიან, რომ 2023 წელს კომპანიები, ინდუსტრიები და ქვეყნები, რომლებიც ჩინელ ტურისტებზე არიან დამოკიდებულნი, დიდ სტიმულს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ როგორც კი მიმდინარე წლის 8 იანვარს ჩინეთმა ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა, Trip.com-ზე​ საერთაშორისო ფრენებისა და საცხოვრებლების ძიებამ მაშინვე მიაღწია სამწლიან მაქსიმუმს. ჩინეთის სამოგზაურო საიტის მონაცემებით, საზღვარგარეთული მოგზაურობის დაჯავშნა ქვეყნის საახალწლო არდადეგების დროს, რომელიც 21 იანვრიდან 27 იანვრამდე პერიოდს მოიცავს, გასული წლის პერიოდთან შედარებით 540%-ით გაიზარდა. თითო ჯავშნის საშუალო ხარჯი კი 32%-იან ზრდას აჩვენებს.

ვინ სარგებლობს ჩინეთის საზღვრების გახსნით?

ეს კარგი ამბავია პანდემიით დაზარალებული მრავალი ეკონომიკისთვის. როგორც Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ამბობენ, თუ ჩინეთის ტურისტული სერვისების იმპორტი 2019 წლის დონეს დაუბრუნდება ჰონგ-კონგი, ტაილანდი, ვიეტნამი და სინგაპური ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგი, როგორც მსოფლიოში ყველაზე მონახულებული ქალაქი, 2019 წელს 56 მილიონზე ოდნავ ნაკლები ჩასული ტურისტიდან უმეტესობა სწორედ ჩინეთიდან იყო. ანალიტიკოსები ელია, რომ შესაძლოა ჰონგ-კონგის მშპ 7.6%-ით გაზარდოს. მათვე შეფასებით, ტაილანდის მშპ შეიძლება 2.9%-ით გაიზარდოს, ხოლო სინგაპურის - 1.2%-ით.

Capital Economics-ის კვლევის თანახმად, ჩინელი ტურისტების დაბრუნებით ისარგებლებენ კამბოჯა, მავრიკი, მალაიზია, ტაივანი, მიანმარი, შრი-ლანკა, სამხრეთ კორეა და ფილიპინები.

თუმცა ბევრი ქვეყნის მთავრობა ჯერ ისევ ფრთხილობს, მათ შორის აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ და სამხრეთ კორეამ ჩინელ ტურისტების ტესტირების ჩატარება სავალდებულოდ დატოვა. ევროკავშირმაც „მტკიცედ მოუწოდა“ თავის წევრ ქვეყნებს, ევროზონაში ჩასვლამდე ჩინელმა ტურისტებმა უარყოფითი Covid ტესტი წარადგინონ.

საერთაშორისო ანალიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ საერთაშორისო მოგზაურობის სრულად აღდგენას დრო მაინც დასჭირდება, რადგან ბევრმა ჩინელმა პასპორტი უნდა განაახლოს.