LIVE

2023-ში ინფლაცია 5.2%-მდე, რეფინანსირების განაკვეთი კი 9%-მდე შემცირდება - Galt & Taggart

09 იან 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 578
2023-ში ინფლაცია 5.2%-მდე, რეფინანსირების განაკვეთი კი 9%-მდე შემცირდება - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 5.2%-ის დონეზეა მოსალოდნელი.

ამასთან, საინვესტიციო ბანკი ელის, რომ წლის ბოლოს ინფლაცია დაუახლოვდება მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს და ინფლაციის შემცირების პარალელურად, წლის ბოლოს, ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის არსებული 11%-დან 9%-მდე შემცირების საშუალება ექნება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 9.8%-მდე შენელდა, წინა თვის 10.4%-იანი დონიდან. ნოემბერთან მიმართებით კი 0.3%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება რეზერვებს, ეროვნული ბანკის თანახმად, 2022 წლის დეკემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 14.7%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი 4.9 მლრდ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვების ზრდა 5.7% (+263.9 მლნ დოლარი) იყო. Galt & Taggart-ის მიხედვით, რეზერვების ცვლილება უკავშირდება როგორც მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას.