ისრაელის მონაცემების თანახმად, Pfizer/BioNTech-ით აცრილი მოსახლეობის უმრავლესობა ვირუსით არ დაინფიცირდა, რაც ერთ-ერთი პირველი ინდიკატორია იმისა, რომ ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების მრუდეს, სავარაუდოდ, ცვლის.
ლაბორატორიის ადრეული შედეგები, ასევე, ადასტურებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ ასიმპტომატური ადამიანებისგან ვირუსის გავრცელება შეჩერდა. ეს ახალი და მნიშვნელოვანი ფაქტორია საიმისოდ, რომ ქვეყნებმა მომავალში მოხსნან შეზღუდვები და ხელახლა გახსნან ეკონომიკები.
ისრაელის ეროვნული იმუნიზაციის პროგრამა 20 დეკემბერს დაიწყო და ლაბორატორიული დადასტურებით 89.4%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო სხვა ჩართულ კომპანიებთან ერთად ჯერ კიდევ მუშაობს შედეგების ანალიზზე. დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.
ისრაელის მოსახლეობის თითქმის ნახევარს უკვე გაუკეთდა აცრის ერთი დოზა. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, შაბათს, გააკეთეს განცხადება, რომ covid-ით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენციისთვის Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 99%-ით ეფექტიანია.
Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ ისინი ისრაელის მონაცემებს აკვირდებიან და ანგარიშს დასრულებისთანავე გაასაჯაროებენ. თუმცა კომპანიებში გაუსაჯაროებელ მონაცემებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის ვაქცინაციის პროგრამა B.1.1.7 შტამის გავრცელებამდე დაიწყო. ანალიზი Pfizer/BioNTech აცრის მეორე დოზის მიღებიდან 7 დღის შედეგებს ეყრდნობა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრესგი და ჯეისონ გეილი