LIVE

2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი „ავატარი“ გახდა

06 იან 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1043
2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი „ავატარი“ გახდა
Disney-ს ფილმის, „ავატარი: წყლის გზა“ გაყიდვებმა გლობალურად 1,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ის ამ შედეგით 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა. 
 
გაყიდვების ამ მაჩვენებლით ჯეიმზ კამერონის სამეცნიერო ფანტასტიკამ Paramount-ის Top Gun: Maverick-ს გაუსწრო, რომელიც ამ დრომდე 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი იყო $1.49 მილიარდით.
 
აღსანიშნავია, რომ Maverick-მა გაყიდვების ნახევარზე ნაკლები მიიღო ოკეანისგაღმა ბაზრებიდან და მისი ჩვენება არ ყოფილა ჩინეთში, მაშინ როცა Avatar-მა შემოსავლის 69% საერთაშორისო გაყიდვებიდან დააგენერირა და აქედან მხოლოდ ჩინეთზე $169 მილიონი მოდის.
 
პირველი Avatar, რომელიც 2009 წელს გამოვიდა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია, რომელმაც გაყიდვებით $2.9 მილიარდი გამოიმუშავა. სტარტი მის გაგრძელებასაც ძლიერი აქვს - მხოლოდ 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე, ოთხ დღეში, ფილმმა დაახლოებით $300 მილიონის შემოსავალს მიაღწია, რაც უფრო მეტია, ვიდრე ახალგამოსული ფილმების უმეტესობა აგენერირებს მთელი წლის განმავლობაში.
 
ფილმის რეჟისორმა, 68 წლის კამერონმა GQ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფილმის გადაღება ძალიან ძვირი დაჯდა. მან იხუმრა კიდეც, რომ ეს კინემატოგრაფის ისტორიაში ყველაზე ცუდი ბიზნეს ქეისია და იმისთვის რომ გაწეული ხარჯი აანაზღაუროს, „ავატარი: წყლის გზა“ ყველა დროის რიგით მესამე ან მეოთხე მაღალშემოსავლიან ფილმად უნდა იქცეს.  
 
ამ დროისთვის მიღწეული შედეგით ფილმი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების ტოპ ათეულში უკვე ხვდება და სავარაუდოდ, რეიტინგში აღმასვლას გააგრძელებს.