LIVE

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად - TOP 10 პროდუქტი

03 იან 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 593
რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად - TOP 10 პროდუქტი

2022 წლის დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 9.8% შეადგინა, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ორნიშნა ინფლაცია იყო.

დეკემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაძვირდა:

  • საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - ზრდა 101%;
  • სანოტარო გადასახდელი - 96%;
  • სიმინდის ფქვილი - 84%;
  • ხახვი - 64%;
  • ასლის გადაღება - 59%;
  • კარტოფილი - 47%;
  • სარეცხი საპონი - 43%;
  • საზამთრო - 39%;
  • ვაფლი კრემით - 39%;
  • ბინის დაქირავების ღირებულება - 37%.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაიაფდა:

  • კომბოსტო - კლება 46%;
  • ქლიავი - 27%;
  • ქალის ქვედაკაბა - 26%;
  • სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - 24%;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - 24%;
  • ტელევიზორი - 23%;
  • კომპიუტერი - 23%;
  • ფოტოაპარატი - 15%;
  • მტვერსასრუტი - 15%;
  • მამაკაცის ფეხსაცმელი - 15%.