LIVE

კავკასიური სოჭის თესლი საქართველოდან ევროკავშირის 6 ქვეყანაში გავიდა

31 დეკ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 808
კავკასიური სოჭის თესლი საქართველოდან ევროკავშირის 6 ქვეყანაში გავიდა

2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან კავკასიური სოჭის თესლი ექსპორტზე ევროკავშირის 6 ქვეყანაში გავიდა.

შესაბამისი ინფორმაცია "ბიზნეს ფორმულამ" საქსტატიდან გამოითხოვა. როგორც ირკვევა, საექსპორტო ბაზრებში ლიდერობს დანია (ექსპორტი 14.9 ტონა), მას მოსდევს გერმანია (1.4 ტონა), ავსტრია (0.8 ტონა) და საფრანგეთი (0.5 ტონა). 0.1 ტონას შეადგენს ექსპორტი ჩეხეთსა და პოლონეთში. 

11 თვის მონაცემებით, ევროკავშირის 6 ქვეყანაში კავკასიური სოჭის თესლის ექსპორტმა სულ 17.7 ტონა ($277.8 ათასი) შეადგინა. 

2021 წელს 25.9 ტონა კავკასიური სოჭი საქართველოდან ევროკავშირის 8 ქვეყანაში გავიდა.