LIVE

1-ლი იანვრიდან ბანკები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადავლენ

31 დეკ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 280
1-ლი იანვრიდან ბანკები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადავლენ

პირველი იანვრიდან კომერციული ბანკები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადავლენ. ეროვნული ბანკის განცხადებით, კომერციული ბანკების საზედამხედველო ანგარიშგებების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) გადასვლა 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიით იყო გათვალისწინებული.

მარეგულირებლის თანახმად, ფასს-ზე გადასვლით საბანკო სექტორის საჯარო და საზედამხედველო ანგარიშგებები ევროპისა და მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას დაუახლოვდება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ფასს-ზე გადასვლასთან ერთად, შენარჩუნდება პარალელური ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღებამდე. პარალელური ანგარიშგების პერიოდში კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან საზედამხედველო ანგარიშგებები მოამზადონ როგორც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის“ (ე.წ. ადგილობრივი GAAP) შესაბამისად.