LIVE

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ვახტანგ ცინცაძე, პირველ მოადგილედ კი რომეო მიქაუტაძე დაინიშნა

30 დეკ 202217:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 581
ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ვახტანგ ცინცაძე, პირველ მოადგილედ კი რომეო მიქაუტაძე დაინიშნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ვახტანგ ცინცაძე დაინიშნა, რომელიც 2017 წლიდან სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 
 
უწყების ინფორმაციით, ვახტანგ ცინცაძე ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე 2009 წლიდან მუშაობს.
 
ამასთან, ეკონომისტის მინისტრის პირველი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე რომეო მიქაუტაძე დაინიშნა. ის აქამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და ენერგეტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.