2022 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2.91 მილიარდი ლარი შეადგინა.
საპენსიო სააგენტოს საქმიანობის 2022 წლის შემაჯამებელი მიმოხილვის თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 357 ათასი ადამიანია.
ამასთან, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2 917-მა ადამიანმა მათზე გაცემული თანხა, კი 7 347 693-ს შეადგენს.
2019 წლის 1 იანვრიდან საპენსიო სააგენტოს მომგებიანობამ 40% შეადგინა, (421 მილიონი ლარი) ხოლო ამავე პერიოდზე ინფლაცია 37.5% დაფიქსირდა.