LIVE

30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი $22.2 მილიარდია

30 დეკ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 744
30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი $22.2 მილიარდია

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 22.2 მლრდ აშშ დოლარი (62.9 მლრდ ლარი) შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 97.5%-ია.

2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 127.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 373.5 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო, 5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა; ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 485.5 მლნ აშშ დოლარით და 20.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. შესაბამისად, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტრუქტურა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ აშშ დოლარი (27.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 42.8%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.3 მლრდ აშშ დოლარი (20.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.9%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 868.1 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.8%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 399.6 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8%) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3%);
  • საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (16.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.2%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5%) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.1%). მთლიანი საგარეო ვალის 89.5% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.7 მლრდ აშშ დოლარი (33.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 51.4%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.4 მლრდ აშშ დოლარია (15.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.7%-ს შეადგენს.